საქართველოში კორონავირუსისგან ჯამში 8 ადამიანი განიკურნა, მათგან 5-მა კლინიკა უკვე დატოვა


  • თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კლინკა კიდევ ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

„დღესდღეობით საქართველოში დადასტურებულია 54 შემთხვევა. ამ 54-დან 35 შემთხვევა ჩვენს ცენტრზე მოდის, დანარჩენი 19 შემთხვევა არის „კოვიდის“ მიმღებ სხვა 5 დაწესებულებაზე. მონიტორინგი გრძელდება. ჩვენთან ჩატარებული განმეორებითი გამოჯანმრთელების ტესტით 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი შემოემატა გუშინ კიდევ. ამ 5 პაციენტიდან გუშინ 2-მა უკვე დატოვა ჩვენი ცენტრი ანუ ჯამში უკვე 5-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. სამი პაციენტი მართალია გამოჯანმრთელებულია, მაგრამ მათთან პარალელურად გვქონდა პნევმონიები, ამიტომ დღეს გარკვეულწილად მოხდება კლინიკური შეფასება ამ მონაცემების და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, ალბათ, ეს სამი პაციენტიც დატოვებს დღეს დღის განმავლობაში ჩვენს ცენტრს. ეს უკვე შემდგომი კლინიკური მონაცემებისა და ლაბორატორიული შეფასების შემდგომში,“-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!