- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4 -ით გაიზარდა და 822 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც 4-ით გაიზარდა და 690 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 3124 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 279 პირი.
ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.