საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა


  • საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 809 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 11 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 674-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 3161 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285 პირი.

საქართველოში კრონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

three × 2 =

Akismet ანტისპამი