- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 796 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 10- ით გაიზარდა და 634 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 2508 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 300- პირი.
საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.