- საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეთერთმეტე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კოვიდ 19-ით გარდაცვლილი მამაკაცი 81 წლისაა და ის ბათუმის “მედალფაში” მკურნალობდა. გარდაცვლილი მამაკაცი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.
საქართველოში ამ დროისთვის, კორონავირუსით ინფიცირების 638 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 317 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა.