- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 626-მდე გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 9-ით გაიზარდა 297 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 4702 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 459 პირი.
626 ადამიანიდან 297 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 10 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.