- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 589 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 5066 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 528 პირი.
ინფორმაციისთვის, 589 ადამიანიდან 207 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 8 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.