- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 539 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 5 256 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548 პირი.
539 ადამიანიდან 178 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.