საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი ორი წლით გახანგრძლივდა


  • საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი ორი წლით გახანგრძლივდა.

“3 დეკემბერს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაახანგრძლივოს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2022 წლის 14 დეკემბრამდე. აღნიშნული პერიოდისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან მისიისთვის 44,8 მილიონი ევროა გათვალისწინებული.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM) სამოქალაქო მისია და ის 2008 წლის დეკემბერში რუსეთ-საქართველოს შორის აგვისტოს ომის შემდგომ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების მიღწევის შემდგომ განთავსდა. მისი მიზანია კონფლიქტს მხარეებს შორის ურთიერთობების სტაბილიზაციის, ნორმალიზაციისა და ნდობის გამყარების ხელშეწყობა. 2020 წლის მარტიდან მისიას მარეკ შჩიგელი ხელმძღვანელობს”.-ნათქვამია მისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!