საქართველოში დაბრუნებულ 100 მიგრანტს გრანტი გადაეცემა


  • ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს კიდევ 100-მდე მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით  გრანტი გადაეცემა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით ზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს და მის მიზანს  რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღებას წელიწადში ორჯერ ცხადდება.

“100-მდე დაბრუნებული მიგრანტი, რომლებიც სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიიღებენ სპეციალურმა კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად გამოავლინა. პროგრამის მონაწილეებმა საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის  საჭირო ტექნიკა და  ინვენტარი თავადვე შეარჩიეს. მნიშვნელოვანია, რომ  სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათ გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო და აღარ მოუწიოთ ქვეყნის დატოვება“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

პროგრამა საშემოსავლო პროექტების დაფინანსებასთან ერთად, პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!