საქართველოში ამინდი გაუარესდება


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 – 12 აპრილს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, იწვიმებს, მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერად.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა. 9-12 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

უწყების ცნობით, საქართველოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის ინტენსიურმა დნობამ და მოსალოდნელმა თანდართულმა წვიმებმა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!