საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში ტოლერანტობის კვირეული გაიხსნა. წარმომადგენლობას დღეს, ზუგდიდის სკოლა, “ეტალონი”-ს ( დირექტორი თამარ ქარჩავა) მეექვსეკლასელები და აკაკი წერეთლის სახელობის ზუგდიდის #1 საჯარო სკოლის მე-8, მე-11 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანლის მაია ღუბელაძის განმარტებით, “ძალიან საინტერესო და ემოციურად თბილი აღმოჩნდა შეხვედრა. ვეტერინარმა, ზუგდიდის აგრო სახლის წარნომადგენელმა, ქეთევან მანიამ ოთხფეხა მეგობრების მოვლის, დაავადებების პროფილაქტიკისა და ჯიშების შესახებ, შეკრებილებს ინფორმაცია მიაწოდა. შევთანხმდით, რომ არ არსებობენ ცუდი კატები და ძაღლები მათ კარგი, მზრუნველი პატრონები ჭირდება.”
საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლობა ტოლერანტობის კვირეულს მართავს. კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი.