საქართველოს უნივერსიტეტი ეროვნულ გამოცდებზე მოსულ აბიტურიენტებსა და მათ გულშემატკივრებს ბრენდირებულ მარაოებსა და საიმიჯო ჟურნალებს ურიგებს. ,,ვცდილობთ, აბიტურიენტებს და მათ ახლობლებს მღელვარე დღეებში მხარი დავუჭიროთ, გავამხნევოთ და ჩვენი უნივერსიტეტის სახელით წარმატებები ვუსურვოთ. გამოცდებს ყოველთვის ახლავს მღელვარება და ამ დროს მათ გვერდით ყოფნა მნიშვნელოვანია. ეს ადამიანები სიამოვნებით ეცნობიან ჩვენს უნივერსიტეტს და აღნიშნავენ, რომ მოხარულები და ნასიამოვნები არიან ყურადღებით”-აღნიშნავს ჩვენთან საუბარში საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, მაია ღუბელაძე.