საქართველოს უნივერსიტეტი აბიტურიენტებისათვის იმიტირებულ გამოცდას მართავს!


საქართველოს უნივერსიტეტი ზუგდიდში მდებარე სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონულ ოფისში,  14 ივნისს 15:00 საათზე, სკოლის მოსწავლეებისთვის გამართავს იმიტირებულ გამოცდას ზოგად უნარებში (მისამართი:ქ. ზუგდიდი, კოსტავას #38 კოლეჯ ცხუმ-ეგრისის ბაზაზე), რაც აბიტურიენტებს საშუალებას მისცემს შეამოწმონ საკუთარი თავი და დაძლიონ ერთიანი ეროვნული გამოცდების შიში.

ზოგადად, საქართველოს უნივერსიტეტის ქ.ზუგდიდის ოფისი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ყველა დაინტერესებულ პირს სისტემატიურად სთავაზობს საჯარო ლექციებს, ღია კარის დღეებს, ოლიმპიადებს, სერტიფიცირებულ ტრენინგებს და მასტერკლასებს.

საქართველოს უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით.  უნივერსიტეტი, 2018 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შემდეგ შესაძლებლობებს სთავაზობს:

  • ინოვაციურ სწავლებას,
  • გაცვლით პროგრამებს,
  • პროფესიულ განვითარებას და დასაქმებას,
  • სწავლის საფასურის 10 ნაწილად გადახდას,

ინოვაციური სწავლება, გულისხმობს თეორიული ცოდნის მიღებას უახლესი ლიტერატურით და ამავდროულად,  პრაქტიკული უნარ–ჩვევების გამომუშავებას სპეციალურად მოწყობილი ინფრასტრუქტურის გამოყენებით. თეორიას პლუს პრაქტიკა,   სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს გამოიმუშაონ ყველა ის უნარ–ჩვევა, რაც მათ კონკურენტუნარიანს გახდით როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომით ბაზარზე.

გაცვლითი პროგრამები სტუდენტებს უცხოეთში სწავლას  სთავაზობს, რაც ნებისმიერი სტუდენტისთვის მიმზიდველია, სწორედ ამიტომ, საქართველოს უნივერსიტეტი ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის საფუძველზე, სტუდენტებს ერთი სემესტრით, ან ერთი წლით სთავაზობს მრავალფეროვან გაცვლით პროგრამებს.

ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სტაჟირებები გაირონ სხვადასხვა  კერძო და სახელმწიფო კომპანიებში, რაშიც მათ უნივერსიტეტში მოქმედი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის სამსახური ეხმარება,  სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 93% დასაქმებულია.

გარდა ამისა, 2018 წელს ჩარიცხული სტუდენტების წავლის საფასურს 10 ნაწილად გადაიხდიან, რაც ნიშნავს იმას,რომ სტუდენტი, სურვილის შემთხვევაში, საკუთარი სწავლის საფასურს 10 თვის განმავლობაში გადაანაწილებს.

ასევე, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტის მიღების შემთხვევაში, სწავლის საფასური შეადგენს 0 ლარს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საქართველოს უნივერსიტეტის ვებგვერდს: www.ug.edu.ge ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: (+995) 322 55 22 22

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!