საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში დღეს ამავე უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის წარმომადგენლებმა უფროსკლასელებისა და საკითხით დაინტერესებული პირებისათვის ფსიქოლოგიასა და ჟურნალისტიკაში მასტერკლასები ჩაატარეს. წარმომადგენლობის ხელმძძღვანელის, მაია ღუბელაძის განცხადებთ, საქართველოს უნივერსიტეტი რეგიონში აბიტურიენტებს, პედაგოგებს სხვადასხვა მიმართულებისა და თემატიკის საინტერესო აქტივობებს შესთავაზებს.