- “საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით სამგზავრო გადაყვანები არ განახლდება.
“ როგორც თქვენთვის ცნობილია, ეპიდემიოლლგიური მდგომარეობის გამო, ქვეყანაში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 24 დეკემბრიდან 2021 წლის 2 იანვრის ჩათვლით, დაანონსებული იყო აღნიშნული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, შეზღუდვების შემსუბუქება არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდშიც საქართველოს რკინიგზის მიერ ვერ განხორციელდება მგზავრთა მომსახურება – სამგზავრო გადაყვანები არ განახლდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა ვისაც ბოლო პერიოდში შეძენილი ჰქონდათ მატარებლების ბილეთები ონლაინ პლატფორმების მეშვეობით, შეძლებენ ბილეთების ღირებულების დაბრუნებას”.-ნათქვამია საქარტველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.