საქართველოს რკინიგზა-უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებს შესაძლოა, ჰქონდეთ შეფერხებები


  • საქართველოს რკინიგზა დიდთოვლობის გამო, მოსალოდნელ შეფერხებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებს შესაძლოა, ჰქონდეთ შეფერხებები. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მცირე დაგვიანებები საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება. გაუთვალისწინებელი გარემოებებისა და მგზავრთა შესაძლო დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, კომპანია მზად არის დაგეგმილ რეისებზე დაიბრუნოს რეალიზებული ბილეთები და სრულად აანაზღაუროს მათი საფასური. გთხოვთ, გაითვალისწინოთ შექმნილი გარემოება – ბედნიერ და უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!