საქართველოს პრეზიდენტმა 12 პირი შეიწყალა


  • საქართველოს პრეზიდენტმა 26 მაისს შეწყალების აქტი გამოსცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა 10 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა. აქედან, სამი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო, შვიდ მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა.

შეწყალების აქტი შეეხო ასევე, ორ პირობით მსჯავრდებულს.

სულ ჯამში, 2021 წლის 26 მაისს პრეზიდენტმა შეიწყალა 12 პირი (10 თავისუფლებაღკვეთილი და ორი პირობით მსჯავრის მქონე).


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!