- „შეწყალების ახალი კრიტერიუმების და ყველა გარემოების გათვალისწინებით, მიღებულ იქნა დღევანდელი შეწყალების აქტი, რომელიც ითვალისწინებს 5 ადამიანის შეწყალებას – ეს სია, ისევე, როგორც გასული წლის შემთხვევაში, ჩამოყალიბდა მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობით“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ერთიანობა უნდა იყოს შენარჩუნებული და დეესკალაცია მთავარი მიზანი უნდა იყოს.
პრეზიდენტმა მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა. „გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით მთავარი პრინციპით ვიხელმძღვანელე, რომ ჩემი გადაწყვეტილებით არ შევუწყო ხელი საზოგადოებაში რაიმე ახალ დაპირისპირებას… ვერ მოვნახე არგუმენტი, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.