- საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტს გამოცემული N1 დეკრეტი ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ დაამტკიცა.
შეგახსენებთ, მთავრობის მიმართვის საფუძველზე, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს ერთი თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა.