- 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
საგამოძიებო უწყება ხალხს მიმართავს, მათ ხელთ არსებული ნებისმიერი მტკიცებულება მიაწოდონ გამოძიებას, რათა სამართლებრივი რეაგირება დროულად მოხდეს.