- “ფაიზერის“ ვაქცინების დამატებითი დოზები ამ დილით ჩამოვიდა, მალევე მოხდება მისი განაწილება და განახლდება „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი. „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
თამარ გაბუნიას თქმით, ზაფხულამდე სასურველია, რომ მოსახლეობის 65 პროცენტი იყოს აცრილი.