- ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პრეპარატი “რემდესივირი” უკვე საქართველოშია.
“გუშინ ჩამოვიდა პრეპარატი, რომელსაც ყველა ძალიან ელოდებოდა. დღეს, საქართველოში არის „რემდესივირი“, რომელიც თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით კლინიკურ ჯგუფთან ერთად იქნება გადანაწილებული იმ პაციენტებზე, რომლებზეც ჩაითვლება, რომ პრეპარატის გამოყენება ეფექტიანი და უსაფრთხო იქნება, მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.