- საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, საიდან დაბრუნების შემდეგაც, ისრაელის მოქალაქეებს სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ.
როგორც გამოცემა წერს, საქართველოს გარდა ამ ჩამონათვალშია ხორვატია, ბულგარეთი საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჰონგ კონგი, იორდანია, ლატვია, ლიეტუვა, ახალი ზელანდია, ესტონეთი, კანადა, რუანდა, დანია, სლოვენია და ავსტრი. ფრენები ამ ქვეყნებიდან ისრაელის მიმართულებით, სავარაუდოდ, 16 აგვისტოდან დაიწყება.
ქვეყნების სია კი მათ ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის გათვალისწინებით შეირჩა და ყოველ ორ კვირაში მათი ჩამონათვალი გადაიხედება.
გამოცემა წერს, რომ ამ ეტაპზე საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება უცხო ქვეყნების მოქალაქეების ისრაელში შეშვებას არ ითვალისწინებს და ის მხოლოდ ისრაელის მოქალაქეებზე ვრცელდება.
ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ისრაელის ბიზნეს ახალი ამბების სააგენტო Globes ავრცელებს.