“საუკუნოვანი მუზეუმი”


  • დღეს, 10 აგვისტოს, ნიკოსეულ სასახლეში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით: “საუკუნოვანი მუზეუმი”.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ზუგდიდის მუზეუმის ასწლოვანი ისტორიის ამსახველი მასალები, ძირითადათ, ფოტოების, ესკიზების სახით.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ აკაკი ჭანტურიას ფერწერული ტილო, ზუგდიდელი მხატვრის დამიანე ჯიჭონაიას ავტორობით და პირველ ექსპოზიციებს გამართულს 1921-1936 წლებში, ასევე ესკიზებს, მუზეუმის მხატვარ ექსპოზიციონერის მიერ ჩახატულს და არქეოლოგია-ეთნოგრაფიის გამოფენის ფოტოებს, მიძღვნილს სახელმწიფოების 300 წლისთავისა და ქრისტეშობიდან 200 წლისთავისადმი, დადიანების ნაქონ ბროლ-ფაიფურის კოლექციის ნაწილს, რომელიც ეკუთვნოდა ნიკო დადიან-მინგრელსკის, დასტურად იმისა, რომ ზუგდიდის მუზეუმი დაარსდა დადიანების ქონების ნაციონალიზაციის შედეგად, სხვადასხვა პერიოდში მოღვაწე მუზეუმის ხელმძღვანელთა, თანამშრომელთა მასალებს, რომელთაც თავიანთი საქმიანობით გარკვეული წვლილი შეიტანეს მისი განვითარების და პოპულარიზაციის საქმეში.

აქვე დამთავლიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეხილათ ბეჭდური მასალა მუზეუმის მიერ ჩატარებული სამეცნიერო სესიების თეზისები, წიგნები, ალბომები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!