- თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუასა და საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ფატმა სერენ იაზგანის ერთობლივი ინიციატივით წალენჯიხაში და ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში 150 სოციალურად დაუცველ ოჯახს სასურსათო კალათები გადაეცემა.
აქცია პანდემიის პირობებში სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულთა დახმარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა თურქეთის ელჩთან ერთად გაეცნო. “მიგვაჩნია, რომ ასეთ რთულ დროს სოციალურად დაუცველი ოჯახების გვერდით დგომა მნიშვნელოვანია. გვიხარია, რომ ამ ადამიანების მძიმე ყოფას მცირედით მაინც შევამსუბუქებთ, რისთვისაც უღრმესი მადლობა თურქეთს ელჩს ქალბატონ სერენ იაზგანს”, -აღნიშნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ.