სასახლის ინტელექტკლუბმა “რა? სად? როდის?” თამაშები განაახლა


 მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ინტელექტკლუბმა ,,რა? სად? როდის?’’ (ხელმძღვანელი ჯენეტ ქვარცხავა) ჩაატარა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ღია ჩემპიონატის 2018-2019 სასწავლო წლის პირველი თამაში ორ ასაკობრივ კატეგორიაში:

I ასაკობრივ კატეგორიაში მონაწილე 7 გუნდს შორის დაწინაურდნენ: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გუნდი “სასახლე”, V საჯარო სკოლის გუნდი “ფენიქსი”, I საჯარო სკოლის გუნდი “თაბუნი”, ცაიშის საჯარო სკოლის გუნდი “ფენიქსი”. II ასაკობრივ კატეგორიაში მონაწილე 14 გუნდს შორის დაწინაურდნენ ზუგდიდის II საჯაროს სკოლის გუნდი “ჯინსების თაობა”, რუხის საჯარო სკოლის გუნდი “ქალდეა” , GG- გიმნაზიის გუნდი “შრედინგერის კასტა”, I საჯარო სკოლის გუნდი “ნიკე”.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!