სასახლეში წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას წინ უძღოდა 85 წლისადმი მიძღვნილი ვიდეო-კოლაჟი, სადაც წარმოდგენილი იყო სასახლის მრავალწლიანი არქივი. იუბილეზე, შემოქმედებითმა კოლექტივებმა მრავალფეროვანი რეპერტუარი წარადგინეს.

სცენაზე ერთმანეთს ვოკალური, ქორეოგრაფიული, ფოლკლორული გუნდები და დეკლამატორები ენაცვლებოდნენ.

დასკვნითი ღონისძიების დასასრულს, სასახლის დირექციამ პედაგოგებს და კურსდამთავრებულებს აქტიური, ნაყოფიერი, ინოვაციური და წარმატებული წლისთვის მადლობის სიგელები გადასცა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!