- დღეს, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც ორკოლ სტუდიის დამფუძნებლის, რობერტ აბსანძის ვაჟს, დაჩი აბსანძეს მიეძღვნა.
საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდნენ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მუსიკალური ბენდი „ზუგდიდი“, არტ-სოლო სტუდია და ფოლკლორული ჯგუფები „ ართგური“ და ,,დელია’’
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები და სკოლის თვითმმართველობები, რომლებმაც მხარი დაუჭირა დაჩის მკურნალობისათვის წამოწყებულ ინიციატივას და გარკვეული რაოდენობის თანხა შემოწირეს საქველმოქმედო ღონისძიებას.