- ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა მუსიკალური ბენდის „ზუგდიდი“ და ბენდის „ბირთვი“ ერთობლივი საანგარიშო კონცერტი, რომელმაც შეკრებილი საზოგადოება ენერგიული შესრულებითა და მრავალფეროვანი რეპერტუარით აღაფრთოვანა.
კონცერტზე შესრულდა როგორც ქართული, ასევე, უცხოური კომპოზიციები, რომლებმაც ახალგაზრდების ნიჭი, ტექნიკური შესაძლებლობები და მუსიკალური გემოვნება სრულად წარმოაჩინა.