ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბმა ,,სარკმელმა” მორიგი წარმატებები მოიპოვა – კლუბის მიერ მოსწავლეთა 69-ე რესპუბლიკურ სასწავლო- შემოქმედებით კონფერენციაზე წარდგენილი თემა, გუნდური ნამუშევარი ,,პირველი საყმაწვილო გაზეთი ზუგდიდში. 1995-2005 წწ” პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა.
კონფერენციის დასკვნით ნაწილში სამ ახალ ,,სარკმელელეს” მოუწია წარდგენილი თემის დაცვა. ძველ ,,სარკმელზე” ისაუბრა ნინო წიწავამ, ძველი ,,სარკმელის” თემატიკა, რუბრიკები დამსწრე საზოგადოებას გააცნო ლუკა მებონიამ. ახალ ,,სარკმელზე” კი მსმენელებს ნინო ქარდავამ მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია. კონფერენციის მსვლელობისას გავრცელდა ჟურნალი ახალი ,,სარკმელი”, რომელმაც მასპინძლების ყურადღება და მოწონება დაიმსახურა.