სააპელაციო სასამართლომ როინ მებონიასთვის 20-წლიანი პატიმრობის შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა


  • თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ავტობუსში მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულ ზუგდიდელ როინ მებონიას 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარე და მოკლული სოფო კვარაცხელიას დედა ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული როინ მებონია დამნაშავედ მიმდინარე წლის 17 თებერვალს ცნო და სასჯელის სახედ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შემთხვევა თბილისში, 2022 წლის 21 მაისს მოხდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!