- ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, დამთავრდა აქციებზე, პიროტექნიკის გამოყენებისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული ორი ზუგდიდელი აქტივისტის მარიამ სიჭინავას და კერენ ესებუას საქმის განხილვა.
საქმის პირველ ნაწილში, მათ სასამართლომ, (მოსამართლე ფატი ფურცხვანიძე), 5000-5000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გადაწყვეტილებამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია.
მეორე ნაწილში, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებდა, დაკავებულებს ბრალი არ დაუდასტურდათ.
ცნობისთვის, 16 იანვარს, ზუგდიდში, აქციაზე პიროტექნიკის გასროლისთვის აქტივისტები მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა მაშინ დააკავეს, როდესაც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ მოქალაქეები იკრიბებოდნენ.