- სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გააუქმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება: ბათილად ცნო ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლის“ დირექტორის გადაწყვეტილება თამარ ქომეთიანის გათავისუფლების შესახებ და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს აღდგენის ნაცვლად კომპენსაციის სახით, 10 000 ლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) ავრცელებს.
“თამარ ქომეთიანი ა(ა)იპზუგდიდი მუნიციპალიტეტის „მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში” 2020 წლიდან მუშაობდა. ის გაათავისუფლეს უკანონოდ და დაუსაბუთებლად, რაც დადასტურდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ.
2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების შემდეგ თვითმმართველ ერთეულებში დაიწყო მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურებიდან პოლიტიკურად მოტივირებული გათავისუფლების ტალღა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ა(ა)იპ ზუგდიდი მუნიციპალიტეტის „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის“ 80 თამანშრომლიდან ყველას, თამარ ქომეთიანის გარდა, გაუგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა. ამ გადაწყვეტილებას თამარ ქომეთიანი თავის პოლიტიკურ შეხდულებებს და საქმიანობას უკავშირებს. სამსახურის დირექტორმა ქომეთიანს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მხარდასაჭერი პოსტის ფეისბუქზე გაზიარების გამო, დისციპლინური პასუხისმგებლობა შეუფარდა, ხოლო მოგვიანებით სამსახურიდან გაათავისუფლა.”-აღნიშნულია “სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციაში
თამარ ქომეთიანის ინტერესებს სასამართლოში ,,სამართლიანი არჩევნების” ადვოკატი თეა თედლიაშვილი იცავდა.