ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაიწყო „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრიდან“ გათავისუფლებული თანამშრომლის ზეინაბ მორგოშიას საქმის განხილვა. ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლის მოთხოვნაა, სამსახურში დაბრუნება, განაცდურის აღდგენა და ბიბლიოთეკების მართვის ხელმძღვანლის მადონა მაქაცარიას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.
„ძალიან მალე სასამართლო დადებს სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას, ვინაიდან, ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი ქალბატონი მადონა არის ორაზროვანი. სასამართლო არ დაეყრდნობა ჭორის დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებას და აუცილებლად დაიდება სამართლიანი განაჩენი“. ზეინაბ მორგოშიას განმარტებით, მის ოჯახზე მიმდინარეობს პოლიტიკური ზეწოლა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=k667XKjhc8s[/embedyt]
ზეინაბ მორგოშიას ინტერესებს იცავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკადუა. მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ დათხოვნის ბრძანებაში ლიკვიდაციაა მითითებული, თუმცა სამსახურიდან არცერთი თანამშრომელი არ გათავისუფლებულა ზეინაბ მორგოშის გარდა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=MLu1lvsQcyg[/embedyt]
სასამართლო გადაიდო იმის გამო, რომ მეორე მხარეს არ ჰქონდა სათანადო დოკუმენტი წარმოდგენილი. სასამართლო სხდომა გაიმართება 11 მაისს ორ საათზე.