სასაზღვრო პოლიციის სადგურ “ანაკლიის” უფროსმა თანამდებობა დატოვა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სადგურ “ანაკლიის” უფროსმა თანამდებობა დატოვა. 

რევაზ ლაზიშვილმა ჟურნალისტებთან, აღნიშნა რომ ის თანამდებობას პროტესტის ნიშნად ტოვებს.

” ვარ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, სადგურ ნაკლიის უფროსი. მივიღე გადაწყვეტილება, რომ თანამდებობა დავტოვო. ჩემი პროტესტი გამოიწვია დღეს მომხდარმა ფაქტმა, კერძოდ პოლიციის თანამშომლის დაკავებამ, რომელთანაც მიმუშავია და ვახასიათებ კარგ პოლიციელად. აღნიშნული ფაქტის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება. არ შემეძლო კაბინეტიდან მეყურებინა გმირი პოლიცილების მიმართ ჩადენილ ასეთ ქმედებაზე და მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა. მიმაჩნია, რომ ისინი არიან გმირი პოლიციელები და არ მაქვს უფლება, რომ ამას კაბინეტიდან ვუყურო. ესენი არიან ღირსეული პოლიციელები. რუსლან შამახიას სახლში ჩატარებული ჩხრეკა იყო უკანონო, როგორც ვიცი მას აქვს ოფიციალურად გაფორმებული იარაღი”, – განაცხადა ლაზიშვილმა. 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!