- საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასაზღვრო – გამშვებ პუნქტებზე დამატებითი საკარანტინე სივრცეები მოეწყობა.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, საკარანტინე სივრცეები მოეწყობა ლარსთან, წითელ ხიდთან და სარფთან.