დღეს, ზუგდიდის მინიციპალიტეტის მოსწავლე–ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბი “სარკმელი”, პროექტის “უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი” ფარგლებში, სასახლის შემადგენლობაში გაერთიანებული მეორე სამუსიკო სკოლის სტუმარი იყო. სკოლის ხელმძღვანელმა ნანა ჭეჟიამ ისაუბრა მუსიკალური სკოლის სასწავლო პროგრამაზე, ტრადიციებზე, წარმატებებზე. სტუმრებს გააცნო ის მოსწავლეები, ვისაც შემოქმედებითი წარმატებები აქვთ და შესაძლებლობაც მისცა “სარკმელელებს” მოესმინათ რამდენიმე მათგანისთვის.