სარკინიგზო ტრანსპორტისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები გამოქვეყნდა


  • სარკინიგზო ტრანსპორტისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები გამოქვეყნდა.

“სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებში, უზრუნველყავით მგზავრთა ვიდეოსკრინინგი ან/და თერმოსკრინინგი; შეიმუშავეთ საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმა; ინფექციის შემცირების მიზნით სერვის ცენტრში, სატრანსპორტო საშუალებაში და სამუშაო ადგილებზე თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია ახალი კორონავირუსისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ; აგრეთვე აუდიო/ვიდეო ტექნიკის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოყენებით უზრუნველყავით მომხმარებელთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ;

უზრუნველყავით სერვის ცენტრებში უსაფრთხო დისტანციის მანიშნებელი შესაბამისი სტიკერების განთავსება (იატაკის ზედაპირზე) აგრეთვე, მოსასვენებელი სკამების ნაწილის ან სრულადმოხსნა/დემონტაჟი უსაფრთხო დისტანციის დაცვის მიზნით;

სერვის ცენტრის მოსაცდელ დარბაზში, მომსახურე პერსონალისა და მგზავრებისთვის, ხელმისაწვდომ ადგილას (საბილეთო სალაროს მიმდებარედ) განათავსეთ ხელის ანტისეპტიკური საშუალებები; უზრუნველყავით პერსონალისა და მგზავრების სველ წერტილებში ხელის ჰიგიენა – წყლითა და თხევადი საპნით; სამუშაო ადგილებზე უზრუნველყავით ხელის დასამუშავებელი 60-70%-იანი სადეზინფექციო საშუალებების განთავსება და დასაქმებულებს მიაწოდეთ ინფორმაცია მათ სწორ მოხმარებაზე; მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;

პერიოდულად გაანიავეთ სამუშაო სივრცეები; თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაციის მომატებული უწყვეტი რეჟიმი, გარე სივრციდან ჰაერის შემოტანით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით;

უზრუნველყავით თქვენს სამუშაო სივრცეში დასაქმებულები/მესამე პირები გამართული სავენტილაციო სისტემით; მომსახურების ცენტრები უზრუნველყავით პერსონალისა და მგზავრების მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება (ფეხის პედლით გახსნის შესაძლებლობით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პარკი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;

ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყავით სამუშაო სივრცის სველი წესით დასუფთავება/დეზინფექცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის № 01-123/ო ბრძანების “ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ N6 დანართის შესაბამისად;

თქვენს სამუშაო სივრცეში (ყველგან, სადაც დასაქმებულებს უწევთ ყოფნა) არ დაუშვათ მომხმარებელი ნიღბის გარეშე;

უზრუნველყავით ხშირად გამოყენებული ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება ყოველი მარშუტის დასრულების შემდგომ; უზრუნველყავით სანიტარიული კვანძების დალაგება და დეზინფექცია დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 3-ჯერ დღეში.

ყოველი დღის ბოლოს სველი წესით დასუფთავება/დეზინფექცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის № 01-123/ო ბრძანების “ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ N6 დანართის შესაბამისად; შეზღუდეთ მატარებელში ჟურნალების, ბუკლეტების გაზეთების გავრცელება; არ გადასცეთ მგზავრებს ტრანსპორტირების დროს სამგზავრო ბალიშები, ყურსასმენები და ა.შ. (გარდა ერთჯერადი ინდივიდუალური ნივთებისა)”, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ სარეკომენდაციო დოკუმენტში.

რაც შეეხება მგზავრობის დაწყებამდე განსახორციელებელი ღონისძიებებს.

“თუ მგზავრობის დაწყებამდე შეუძლოდ გრძნობთ თავს, არ გამოიყენოთ სატრანსპორტოსაშუალება; საერთო გამოყენების ადგილებში დაიცავით უსაფრთხო დისტანცია და გამოიყენეთ ნიღაბი; შეიძინეთ ბილეთი წინასწარ (რეკომენდირებულია ელექტრონულად), რათა თავიდან აიცილოთ რიგში დგომის რეჟიმის გამოყენება; გაჩერებებზე/სადგურებზე დაიცავით უსაფრთხო დისტანცია სხვა პირებთან” , – ნათქვამია ბრძანებაში. სატრანსპორტო კომპანიიებმა კი შემდეგი რეკომენდაციები უნდა დაიცვან. “ბილეთების რეალიზაციის პროცესში ყველა მგზავრს გააცანით მგზავრობის ინსტრუქცია, სტიკერებისა ან/და ვიდეო-აუდიო საშუალებების გამოყენებით); შესაძლებლობის გათვალისწინებით უზრუნველყავით მატარებლების მოქნილი განრიგი იმის გათვალისწინებით რომ არ მოხდეს რამდენიმე მატარებლის მგზავრთა ერთდროულად თავშეყრასერვის ცენტრებში; უზრუნველყავით სამატარებლო შემადგენლობის ყოველდღიური დეზინფექცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისმინისტრის № 01-123/ო ბრძანების ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ N6 დანართის შესაბამისად”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

რაც შეეხება მგზავრობის პროცესში გასატარებელი ღონისძიებებს.

“მატარებლის ყველა შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი და ხელის დეზინფექციის დისპენსერი; ვაგონში მგზავრთა ყოფნის, ჩასხდომისა და გადმოსხდომის დროს უზრუნველყავით უსაფრთხო დისტანციის დაცვა; მომსახურე პერსონალი უზრუნველყავით ნიღბებით; მომსახურე პერსონალი გააფრთხილეთ იმის შესახებ, რომ სავალდებულოა მინიმალური კონტაქტი მგზავრებთან; გამცილებელმა/კონტროლიორმა მგზავრისთვის ბილეთის შემოწმება განახორციელოს იმგვარად, რომ არ მოხდეს მისთვის ან სხვა პირისთვის (გარდა მგზავრისა) ბილეთის გადაცემა”,- აღნიშნულია წერილში.

დოკუმენტით განსაზღვრულია მატარებლის სალონისადმი მოთხოვნებიც, კერძოდ:

“მატარებლის სალონში უზრუნველყავით ჰაერის ფილტრაციის ინტენსიური რეჟიმი: ჯრს ტიპის (Stadler) ელექტრომატარებლებზე კონდიცირების/ჰაერის ფილტრაციის სისტემის გამართული მუშაობა კლიმატ-კონტროლისა და ავტომატური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, ხოლო საჭიროების შესაბამისად, სუფთა ჰაერის მიღება გარედან პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით;ვმკ, ჯრტ სერიის ელექტრომატარებლბზე და სამგზავრო ვაგონებზე – ბუნებრივი ვენტილაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში – კონდიცირების/ჰაერის ფილტრაციის სისტემის გამართული მუშაობა ავტომატურ რეჟიმში, სუფთა ჰაერის გარედან მიღების გზით, საჭიროების მიხედვით; განახორციელეთ მატარებლების ჰაერის ფილტრების ინტესიური წმენდა; უზრუნველყავით მოაჯირების, კარების სახელურების, სავარძლების სახელურების და ხშირად გამოყენებული ზედაპირების სანიტარიული დამუშავება პერიოდულად, ყოველი მარშუტის დასრულების შემდგომ; უზრუნველყავით სანიტარიული წერტილების დასუფთავება/დეზინფექცია ყოველ 3 საათიანი ინტერვალით”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ასევე უწყება რეკომენდაციას გასცემს, რომ ყოველი მარშრუტის შემდეგ მოხდეს შემადგენლობის სველი წესით დასუფთავება/დეზინფექცია.

დასუფთავება/დეზინფიცირება უნდა მოხდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის № 01-123/ო ბრძანების ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ N6 დანართის შესაბამისად.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!