- ამ წუთებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას ატარებს “მოძრაობა საქართველოსთვის”.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, გუბერნიასთან კარავი გაშალეს. ჟურნალისტებთან საუბარში, ისინი ამბობენ, რომ ამ ფორმით გააგრძელებენ საკუთარი მოთხოვნების გაჟღერებას.
აქციაზე იმყოფებიან სამართალდამცავები.