საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ნარკორეალიზაციის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ო.გ. დააკავეს.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით, დადგინდა, რომ ბრალდებული ო.გ. ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სოციალური აპლიკაციის – „ტელეგრამის“ გამოყენებით ცდილობდა.

პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან, 5 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კლეფედრონი” ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.”-აღნშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 24 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!