- ზუგდიდის მერიამ საპატიო ზუგდიდელის და ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე განაცხადის მიღება 17 აგვისტოს დაიწყო და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ ცხოვრობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს და განსაკუთრებულ შემთხვევაში მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური და სამეცნიერო საქმიანობა აქვს.
საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს საზოგადოებრივ პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფს, მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს.
საპატიო წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია მიიღებს.