საოლქოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნებს აჯამებს


  • 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ყველა უბანზე „ქართული ოცნება“- 41, საკმაოდ დიდი უპირატესობით ლიდერობს,- ამის შესახებ ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მესხის ინფორმაციით, ზუგდიდის ოლქის მასშტაბით რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა იყო 116 526. 20:00 საათის აქტივობით მონაწილეობა მიიღო 55 098-მა ამომრჩეველმა.

“საჩივრების რაოდენობას რაც შეეხება, ოლქში რეგისტრირებულია, 21 საჩივარი, რაც ისეთი ტიპის საჩივრებია, რომელიც კენჭისყრის შედეგებზე გავლენას არ იქონიებს.

წინასწარი შედეგები საოლქო საარჩევნო კომისიას შემაჯამებელი ოქმი შედგენილი ჯერ არ აქვს, ვინაიდან ეს თავის პროცედურებს მოითხოვს, უნდა დადგეს საჩივრებზე რეაგირება. საოლქო საარჩევნო კომისია საბოლოოდ შეაჯამებს და შეადგენს შემაჯამებელ ოქმს. რაც შეეხება უბნების მონაცემებს, ყველა უბანზე საკმაოდ დიდი უპირატესობით ლიდერობს „ქართული ოცნება“- 41“, – განაცხადა მირანდა მესხმა მედიასთან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!