საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალებისთვის კონკურსი გამოცხადდა


  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს სასწავლო ტრენინგში „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი – როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ მონაწილეობის მისაღებად გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის.

უწყების ცნობით, სასწავლო ტრენინგი მიზნად ისახავს მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლებასა და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერებას და მოიცავს როგორც ინტერაქტიულ ლექციებს, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

სასწავლო ტრენინგი განკუთვნილია 18 წლის ასაკს მიღწეული პირებისთვის, ვისაც სურს ბიზნესის დაწყება/გაფართოება, გააჩნია ბიზნეს-იდეა ან/და აქვს მეწარმეობის სფეროში უნარ-ჩვევების განვითარების მოტივაცია.სასწავლო ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ: გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, საჩხერის, დუშეთის, მესტიის, ონის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს. ქვემო ქართლში, კახეთში და სამცხე ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!