დღეს, გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას დაესწრო. “მოვედი, რომ მოვუსმინო დღევანდელ საკითხებს”-უთხრა რულოვსმა ჟურნალისტებს.
სხდომის დასრულების შემდეგ, რულოვსმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მას დარჩა შთაბეჭდილება თითქოს, უნდოდათ, ეჩვენებინათ მისთვის, რომ ზუგდიდში ყველაფერი კარგად არის და ის აქ არის “ზედმეტი”. “მე ვფიქრობ, რომ მე აქ არა ვარ ზედმეტი და ეხლა ის დროა, რომ აქ უნდა შეიცვალოს მერი და დაიწყოს ხალხთან კომუნიკაცია, ზრუნვა და ბიუჯეტის სწორი გადანაწილება.”.
სანდრა რულოვსმა ისაუბრა, საქართველოს პირველ პრეზიდენტზე ზვიად გამსახურდიაზე. “ეს არის ჩემი ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელშიც პატარა ნაწილი დავუთმე 90-იანების საქართველოს, თუ რა განუკითხაობა იყო და მე ამ წიგნში ნამდვილად არ ვადანაშაულებ ზვიად გამსახურდიას. დღეს, უკვე კარგად ჩანს, ვინ არის ეროვნული გმირი და ნამდვილი პატრიოტი”. ამის გარდა რულოვსმა ისაუბრა, დევნილთა საკითხებზე და აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, დევნილების პრობლემა აქამდე მოგვარებული იქნებოდა.
ანა ჯალაღონია