- ააიპ “ზუგდიდდასუფთავების” ცენტრის ინფორმაციით, სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება დაჯარიმდება ფიზიკური პირები 1500 ლარით, ხოლო იურიდული პირები 3000 ლარით.
“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საყურადღებოდ: პირები, რომლებიც დაანაგვიანებენ გარემოს 1 მ3 ან მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით, მათზე განხორციელდება კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 1500 ლარით, იურიდიული პირები კი 3000 ლარით”. -ნათქვამია ინფორმაციაში.