სამუშაო შეხვედრა ადგილობრივ მეწარმეებთან და ფერმერებთან


დღეს, ზუგდიდის ტექნოპარკში, გაიმართა რეგიონალური სამუშაო შეხვედრა ადგილობრივ მეწარმეებთან და ფერმერებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის თემაზე.შეხვედრა შედგა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ, კერძოდ საჯარო სექტორს შორის დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული პროექტის „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ ორგანიზებით, შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა  მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ ისაუბრეს DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, სხვადასხვა სახელმწიფო-საგრანტო პროგრამების,  DCFTA-ს გამოწვევებისა და პერსპექტივების, DCFTA-ს სანიტარიული და ფიტოსანიტარიული (SPS) მოთხოვნებისა და სხვა საკითხების შესახებ. მსგავსი სახის შეხვედრები სისტემატიურად იმართება რეგიონებში და მიზნად ისახავს მეწარმეების ინფორმირების გზით, მათი ჩართულობის უზრუნველყოფას DCFTA-სგანხორციელების პროცესში. 2017 წლის განმავლობაში უკვე გაიმართა ორი რეგიონალური შეხვედრა შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!