დღეს, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქალაქ ზუგდიდის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზის განყოფილების ყოფილმა მთავარმა სპეციალისტმა ზეინაბ მორგოშიამ ბრიფინგი გამართა.ზეინაბ მორგოშიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქალაქისა და მუნიციპალიტეტის გაერთიანების შემდეგ ერთადერთი თანამშრომელი აღმოჩნდა, ვისაც ხელშეკრულება არ გაუგრძელეს.მისი განცხადებით, სამსახურიდან, მერის, მისი მოადგილის და საკრებულოს თავმჯდომარის მითითებით გაათავისუფლეს, რადგან მისი განმარტებით, მისი მეუღლის ალიოშა ალანიას მიმართ პირადი ინტერესები ამოძრავებთ. „2017 წელს დაიდო ერთწლიანი ხელშეკრულება, რომელიც დამთავრდა 2017 წლის 31 დეკემბერს, ამის შემდეგ, თემისა და ქალაქის გაერთიანების შედეგად, მოხდა, ბიბლიოთეკების გაერთიანება. დაარსდა ბიბლიოთეკის მართვის ცენტრი, რომლის დირექტორი გახდა ქალბატონი მადონა მაქაცარია. მე ხელშეკრულება შემიწყდა განცხადების საფუძველზე, მაქაცარიამ გამომიგზავნა პასუხი, რომ შემიწყდა ხელშეკრუელბა ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლიკვიდაცია მე არ შემხებია, ვინაიდან ლიკვიდაცია არც მომხდარა. შტატები გაიზრდა, ბიბლიოთეკას მხოლოდ შეეცვალა სახელი, იგივე დირექტორი დარჩა, დებულება არ შეცვლილა, ჩემი გათავისუფლება და ხელშეკრულების შეწყვეტა დაკავშირებულია ჩემს მეუღლესთან ალიოშა ალანიასთან, ვინაიდან ის ოპოზიციური პარტიიდან “თავისუფალი საქართველოდან” იყრიდა კენჭს, მას ჰქონდა სასამართლოში აღძრული საქმე და დღემდე მიმდინარეობს ამ საქმის ძიება. ის დაპირისპირებული არის უკანონოდ გათავისუფლების გამო ზუგდიდის მთავრობას: ლაშა გოგიას და მამუკა წოწერიას. ეს ყველაფერი უკავშირდება ჩემი ოჯახის პოლიტიკურ დევნას. ოცი წელი, მე ძალიან კარგად, ნაყოფიერად ვიმუშავე ბიბლიოთეკაში, ვარ წელგამართული ბიბლიოთეკარი“. ზეინაბ მორგოშიას თქმით, ზუგდიდის მთავრობამ ის დასაჯა მადონა მაქაცარიას ხელით. ზეინაბ მორგოშიას თქმით, ბიბლიოთეკაში შტატები იზრდება და ახალი თანამშრომლებით კომპლექტდება და ის ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა ოცწლიანი მუშაობის შემდეგ და გარეთ დარჩა. ზეინამ მორგოშიას განმარტებით, ბიბლიოთეკაში მთავარ სპეციალისტად დაინიშნენ ქეთევან მოლაშხია და ნანი სიჭინავა. „გამოგვიცხადეს ეკონომიური ბრძოლა. ჩვენ ვცხოვრობთ ნაქირავებ ბინაში. მე სამართლებრივ ბრძოლას ვაპირებ. ყველას ვთხოვ დახმარებას, მე ყველასთან ვითანამშრომლებ, არაფერი მაქვს უკან დასახევი, აქ არ არის საუბარი ზეინაბ მორგოშიას ბიბლიოთეკარობაზე, აქ არის საუბარი ოჯახის გადარჩენაზე, ერთ ქართულ ოჯახზე, რომელსაც აქვს უფლება იცავდეს საქართველოს კონსტიტუციას“. ზეინაბ მორგოშია ამბობს, რომ მის ოჯახს საფრთხე ემუქრება და ხელისუფლებას ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფას სთხოვს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=63mUzeVLE2E[/embedyt]
ზეინაბ მორგოშიას ბრალდებებს არ უპასუხეს ქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ. ბრალდებებს უპასუხა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორმა მადონა მაქაცარიამ, რომელიც ირწმუნება, რომ ზეინაბ მორგოშიას გათავისუფლებაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის იმ ადამიანებს, რომელსაც ქალბატონი ზეინაბი ბრალს სდებს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ek0mgJeWydU[/embedyt]