“სამოქალაქო მოძრაობა” ზუგდიდში ოფისს ხსნის


  • დღეს, ზუგდიდში, “სამოქალაქო მოძრაობის” ხელმძღვანელმა ალეკო ელისაშვილმა ოფისი გახსნა. 

“თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, თელავის შემდეგ, დღეს, ზუგდიდში გავხსენით ოფისი. ქვეყანაში, რომელიც გახლეჩილია ორ დიდ პოლიტიკურ ძალას “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ოცნებას”  შორის, ამ ძალების ბრძოლის შედეგად დაიკარგა მთავარი-ხალხი, ხალხის ხმა და მათი პრობლმები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არ უნდა ველოდოთ მესიებს, თეთრ ცხენზე ამხედრებულ რაინდებს, რომლებიც მოვლენ და ხმლის ერთი მოქნევით ქვეყანას გადაარჩენენ. გარემო და ქვეყანა უნდა შევცვალოთ უკეთესობისკენ და ამისთვის თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მოვიდომოთ”.-განაცხადა ელისაშვილმა.

ორგანიზაციის ადგილობრივ ოფისს ხელმძღვანელობს როსტომ ზარანდია, რომელიც ამბობს, რომ მათთვის პრიორიტეტი სამოქალაქო ჩართულობის ამაღლება იქნება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!