სამოქალაქო ბიუჯეტის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია


  • უკრაინაში გამართულ “სამოქალაქო ბიუჯეტის” მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დელეგაცია დაესწრო.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ დავით გახარიამ და მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ლექსო თოდუამ.

შეხვედრა პოლონური არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა და მას პროექტში ჩართული 7 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციის მსვლელობისას ხაზი გაესვა ზუგდიდში “სამოქალაქო ბიუჯეტის” წარმატებულ განხორციელებას და მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას ამ პროექტში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დელეგატები ქალაქ პოლტავას მერის მოადგილეებს და სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ზუგდიდის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უკრაინელ კოლეგებთან ორ ქალაქს შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!